Accessibility links

logo-print

რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოში ჩასვლას გეგმავს


მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, არქიეპისკოპოსმა ილარიონმა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” აცნობა, რომ რუსეთის პატრიარქი საქართველოში გამგზავრებას იერუსალიმის პატრიარქთან ვიზიტის შემდეგ გეგმავს, თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ”ჩვენ პოლიტიკაში ვერ ჩავერევით და მით უმეტეს, სხვა ქვეყნების ლიდერებს ვერ ვუკარნახებთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, მაგრამ ეკლესიას საქართველოსა და რუსეთის ხალხს შორის კავშირის შენარჩუნება და განმტკიცება შეუძლია”- განაცხადა არქიეპისკოპოსმა ილარიონმა.
XS
SM
MD
LG