Accessibility links

logo-print

საშობაო ეპისტოლე პოლიტიკას, კულტურასა და სოციალურ თემებს მოიცავს


საშობაო ღვთისმსახურების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აფხაზ და ოს მოსახლეობას მიმართა. ”დადგება დრო, როდესაც აფხაზები იგრძნობენ, რომ შეცდომაა დაშვებული და აფხაზეთი კვლავ საქართველოს დაუბრუნდება. საქართველო ყოველთვის იქნება ოსების დამცველი” - აღნიშნა პატრიარქმა. მან საშობაო ეპისტოლეში თავმდაბლობისა და ქართული ენის გაფრთხილების აუცილებლობაზე ისაუბრა. კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეში ასევე ნათქვამია. რომ განათლების რეფორმისას დაშვებული შეცდომების შედეგად, მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს ნაკლებად ამჟღავნებენ, სამეცნიერო მოღვაწეობა კი, არაპრესტიჟულად მიაჩნიათ, რადგან ხედავენ, რომ ინტელიგენცია სათანადოდ დაფასებული არ არის. “ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს, რადგან მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას მომავალი არა აქვს” - აღნიშნავს ილია მეორე. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ შეხედულებებს ხელისუფლება სრულად იზიარებს.
XS
SM
MD
LG