Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცსკ-ის თავმჯდომარის შესარჩევად პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავს კონსულტაციებს


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მიუნხენში, სადაც საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ხვდება. ადმინისტრაციის ცნობითვე, პრეზიდენტი გერმანიაში ათ იანვრამდე დარჩება. ამასთან, ოთხშაბათს მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ცსკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურათა შესარჩევად პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს უახლოეს დღეებში გამართავს, რადგან ვადა 11 იანვარს იწურება. დღესვე სააგენტო ინტერპრესნიუსს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა აცნობა, რომ ცსკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შესარჩევად კონსულტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ, 16 საათისთვის დაიგეგმა. ხიდაშელმა ჯერჯერობით არ დაკონკრეტა ვინაობა იმ კანდიდატებისა, რომელთა დასახელებას ასოციაცია აპირებს.
XS
SM
MD
LG