Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი თბილისს მოუწოდებს - 2010 წელს სამხრეთ ოსეთი აღიაროს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი საქართველოს ხელისუფლებას 2010 წელს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება კოკოითიმ საახალწლო პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ცხინვალის ტელევიზიამ გადასცა. კოკოითიმ აღიარება ითხოვა და თან აღნიშნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობა წარმოუდგენელია. მისი აზრით, ქართველებთან ურთიერთობის აღსადგენად აუცილებელია ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების პროგრესულ ძალებთან კონტაქტის შენარჩუნება. პროგრესულ ძალებში მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური მოძრაობა და ის არასამთავრობო ორგანიზაციები იგულისხმა, რომლებიც ოსურ მესამე სექტორთან ურთიერთობებს ინარჩუნებენ. კოკოითიმ ოს ხალხს მოუწოდა, რომ გამიჯნონ სააკაშვილის ხელისუფლება ქართული საზოგადოებისგან.
XS
SM
MD
LG