Accessibility links

logo-print

ალ-ყაიდამ პასუხისმგებლობა იკისრა ამერიკელი მზვერავების მკვლელობისთვის


ალ-ყაიდის ავღანეთის ფილიალმა პასუხისმგებლობა იკისრა შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე გასულ კვირაში განხორციელებული თავდასხმისთვის, რომლის დროსაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შვიდი თანამშრომელი მოკლა. მუსტაფა აბულ-იაზიდმა, ალ-ყაიდის ლიდერმა ავღანეთში, განაცხადა, რომ თავდასხმა მოწყობილი იყო შურისგების მიზნით, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების მხრიდან პაკისტანის თემური რაიონების დაბომბვის პასუხად. დაზვერვის ინფორმაციით, ტერორისტი თვითმკვლელი იორდანელი ორმაგი აგენტი აღმოჩნდა, რომელიც იორდანიის დაზვერვამ ალ-ყაიდაში ჩანერგვისათვის გადაიბირა.
XS
SM
MD
LG