Accessibility links

მართლმადიდებელი ქრისტიანები შობას აღნიშნავენ


მილიონობით მართლმადიდებელი ქრისტიანი ქრისტეს შობას ზეიმობს, რომელიც იულიუსის კალენდრის თანახმად, 7 იანვარს აღინიშნება. რუსეთის პატრიარქმა კირილემ საშობაო წირვა მოსკოვში, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, ჩაატარა. წირვაზე მყოფ 4000 ადამიანს შორის იყო რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი. სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი კი შობის დღესასწაულს კოსოვოში შეხვდა. ინიციდენტი ახლდა თან შობის დღესასწაულს ბეთლემში, სადაც რამდენიმე ათეულმა პალესტინელმა მორწმუნემ საშობაო წირვის დროს სტვენა დაუწო პატრიარქ ტეოფილოსს - ისინი პატრიარქს ეკლესიის კუთვნილი მიწების ისრაელისათვის მიყიდვაში ადანაშაულებდნენ.
XS
SM
MD
LG