Accessibility links

ირანი და ერაყი სასაზღვრო საკითხებს არკვევენ


ირანი და ერაყი მოლაპარაკებებს იწყებენ საზღვრის სადავო მონაკვეთებთან დაკავშირებით. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქმა თქვა, რომ პირველი შეხვედრა კვირის მანძილზე მოეწყობა და შემდგომი კვირების განმავლობაში მას სხვა შეხვედრები მოჰყვება. სადავო საკითხებს შორის არის როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო საზღვრის მონაკვეთების დადგენა. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთია ტერიტორია ნავთობით მდიდარი ალ-ფაკაჰის რაიონის მახლობლად, სადაც ირანის სამხედრო ძალები დეკემბრის შუა რიცხვებიდან იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG