Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენელი ოფიციალური პირის თქმით, ნიგერიელი, რომელმაც ამერიკული ავიალაინერის აფეთქება სცადა, ალ-ყაიდამ ლონდონში გადაიბირა


იემენის ვიცე-პრემიერ რაშად ალ-ალიმის განცხადებით, ნიგერიელი, რომელსაც წაყენებული აქვს 25 დეკემბერს ამერიკული ავიალაინერის აფეთქების მცდელობა, ალ-ყაიდამ ლონდონში გადაიბირა და ის იემენში გაეცნო რადიკალ მუსულმან სასულიერო პირს. რაშად ალ-ალიმის თქმით, გამოძიებამ აჩვენა, რომ ნიგერიელმა უმარ ფარუკ აბდულმუტალაბმა ამერიკელი სასულიერო პირი, წარმოშობით იემენელი ანვარ ალ-აულაყი გაიცნო შაბვის პროვინციაში. ზოგი წყაროს ცნობით, სასულიერო პირი დაიღუპა საჰაერო იერიშის შედეგად, ავიალაინერის აფეთქების წარუმატებელ მცდელობამდე ცოტა ხნით ადრე.
XS
SM
MD
LG