Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, არ დაუშვებს ნატოში უკრაინის შესვლას


უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ის, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, არ დაუშვებს ნატოში უკრაინის გაწევრიანებას. 59 წლის კანდიდატმა გაზეთ „კომსომოლსკაიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ხელმოძღვანელობით უკრაინა არ შეეცდება გაწევრიანებას ისეთ ბლოკებში, როგორიც არის ნატო, ან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელშიც რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, მათ შორის რუსეთიც შედის. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 17 იანვარს გაიმართება.
XS
SM
MD
LG