Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკონკურსო განაცხადების შეტანის ვადა დღეს იწურება


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამ ვაკანსიაზე საკონკურსო განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 8 იანვარია. კომისიის ახალ წევრებს პარლამენტი სახელობითი კენჭისყრით 20 იანვრამდე დაამტკიცებს. ვაკანსიები კომისიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც გიზო მჭედლიძეს, ლუხუმ ბურჯალიანსა და ემზარ ფაჟავას წევრობის ხუთწლიანი ვადა ამოეწურათ. უფლებამოსილება შეუწყდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილსაც.

XS
SM
MD
LG