Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელვის პრესლი დღეს 75 წლის გახდებოდა


დღეს 8 იანვარს, 75 წელი შეუსრულდებოდა როკ-ენ-როლის მეფედ წოდებულ მომღერალს, ელვის პრესლის, რომლის ჰიტებსაც ნახევარი საუკუნის შემდეგაც ატრიალებენ რადიოსადგურები. პრესლი 1977 წელს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. სმიტსონის ინსტიტუტმა მრგვალი თარიღი ორი გამოფენით აღნიშნა - ერთი გამოფენა ვაშინგტონში, მეორე კი ლოსანჯელესში გაიხსნა. დაბადების დღე ასევე აღნიშნეს ელვის პრესლის მშობლიურ ქალაქ მემფისში, სადაც მომღერლის ცოლი პრისცილა და ქალიშვილი ლიზა-მარია ჩავიდნენ.
XS
SM
MD
LG