Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმ ქალებს საფრანგეთში ბურყისა და ნიქაბის ტარება, შესაძლოა, შეეზღუდოთ


საფრანგეთში გამოქვეყნდა კანონპროექტი, რომელიც მუსლიმი ქალების მიერ საფრანგეთში ბურყისა და ნიქაბის ტარებას ზღუდავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟან-ფრანსუა კოპმა, გაზეთ ფიგაროს განუცხადა, რომ ამ სამოსით საზოგადოებაში გამოჩენის გამო ქალები 750 ევროთი დაჯარიმდებიან, ხოლო ის კაცები, რომლებიც თავიანთ მეუღლეებს ბურყისა და ნიქაბის ტარებას აიძულებენ, გაცილებით მეტ თანხას გადაიხდიან. კოპის თქმით, კანონით დაშვებულია გამონაკლისიც: ბურყასა და ნიქაბს მუსლიმი ქალები კულტურული ღონისძიების დროს ჩაიცვამენ. კანონპრექტის განხილვას საფრანგეთის პარლამენტი მომავალი კვირიდან შეუდგება.
XS
SM
MD
LG