Accessibility links

logo-print

მედვედევი: ჩრდილოეთ კავკასიაში ბანდიტების განადგურების პოლიტიკა გაგრძელდება


ჩრდილოეთ კავკასიაში ბანდიტების განადგურების მკაცრი და რეგულარული პოლიტიკა გაგრძელდება - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორთან ბორტნიკოვთან შეხვედრისას პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა არა რაღაც, შესაძლოა, არარსებულ ციფრებზე საუბარი, არამედ მეთოდურად მოქმედება. ”თუ სადმე კვალი გაჩნდა, უნდა მოიძებნოს და განადგურდეს” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მას ბორტნიკოვმა დაღესტნის დედაქალაქში, 6 იანვარს განხორციელებული ტერაქტის გამოძიების შედეგები გააცნო. უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის განცხადებით, ტერაქტის ორგანიზატორები იყვნენ დაღესტნელ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერის, დეკემბერში ლიკვიდირებული უმალატ მაჰომედოვის დაჯგუფების წევრები, რომელთაგან ორი ხუთშაბათს ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მახაჩყალაში ექვს იანვარს განხორციელებული აფეთქების შედეგად, 5 მილიციელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG