Accessibility links

”მუხროვანის ამბოხების” 21 ბრალდებულს განაჩენს 11 იანვარს გამოუცხადებენ


თბილისის საქალაქო სასამართლოში მუხროვანის ამბოხებად წოდებული მოვლენების გამო განსასჯელთა საბოლოო სიტყვის მოსმენის პროცედურა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე რეინჯერთა ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა ლევან ამირიძემ, რომლისთვისაც პროკურატურა 29-წლიან პატიმრობას ითხოვს, სამხედრო ამბოხის გზით ხელისუფლების დამხობის ბრალდება კატეგორიულად უარყო. ”მუხროვანის ამბოხების” საქმეზე 2009 წლის 5 მაისის შემდეგ დაკავებული 41 პირიდან, 20-თან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, 21 ბრალდებულის განაჩენს კი - მოსამართლე 11 იანვარს გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG