Accessibility links

იუსტიციის სამინისტროს შენობის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


თბილისში, ეროვნული გვარდიის ყოფილი და ამჟამად იუსტიციის სამინისტროს კუთვნილი შენობის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ისინი კერძო კომპანია “ალიზის” თანამშრომლები იყვნენ. ნანგრევებში დარჩენილი კიდევ ერთი ადამიანის ძებნა ამჟამადაც გრძელდება. თბილისის ვიცე-მერის ნიკო ხაჩირიშვილის განცხადებით, კომპანია “ალიზი” შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვების საფუძველზე აწარმოებდა. შენობის ჩამონგრევის მიზეზთა დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG