Accessibility links

logo-print

11 არასამთავრობო ორგანიზაციის კანდიდატი ეკა სირაძე-დელონე იქნება


საქართველოს ცსკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა გამართეს. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ 11 არასამთავრობო ორგანიზაციის კანდიდატი ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ეკა სირაძე-დელონე იქნება. ათ იანვრამდე საკუთარ კანდიდატებს შეარჩევენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბათუმში დაგეგმილი შეხვედრისას წარუდგენენ. არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულთაგან სამ კანდიდატს პრეზიდენტი ცსკ- ში ოპოზიციური პარტიების ექვს წარმომადგენელს 11 იანვრისთვის წარუდგენს. თუ ისინი თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებენ, იმავე კანდიდატურებზე პარლამენტი იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG