Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ხორვატიის პრეზიდენტი სტიპე მესიჩი ჩავიდა


კოსოვოში ერთდღიანი ვიზიტით ხორვატიის პრეზიდენტი სტიპე მესიჩი ჩავიდა. მისი თქმით, ვიზიტი მიზნად ისახავს „რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას“. ხორვატიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი კოსოვოსთან მჭიდრო კონტაქტის დამყარებაა. ვიზიტის დროს სტიპე მესიჩს პრიშტინის საპატიო მოქალაქის წოდებას მიანიჭებენ. კოსოვოში ვიზიტს ნეგატიურად გამოეხმაურა სერბეთი, რომლის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა ხორვატი კოლეგა ურთიერთობის დაძაბვაში დაადანაშაულა. ოფიციალურმა ზაგრებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში ცნო.
XS
SM
MD
LG