Accessibility links

გამოქვეყნდა ამერიკელი მზვერავების მკვლელის ვიდეოჩანაწერები


ტელეკომპანია “ალ-ჯაზირამ”და რამდენიმე არაბულმა და პაკისტანურმა ტელეარხებმა აჩვენეს, სავარაუდოდ, იორდანელის ვიდეოჩანაწერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განახორციელა ტერაქტი ავღანეთში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე, რომლის დროსაც შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. ხუმამ ჰალილ ალ ბალაუიმ განაცხადა, რომ აპირებს შური იძიოს პაკისტანელი თალიბების ყოფილი ლიდერი ბაიტულა მეხსუდის გამო, რომელიც ამერიკული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ვიდეოჩანაწერზე ალ ბალაუის გვერდით ჩანს პაკისტანის თალიბთა ახალი ლიდერი ჰაკიმულა მეხსუდი. ადრე შეერთებული შტატების საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ალ ბალუი ორმაგი აგენტი იყო, რომელიც იორდანიის სპეცსამსახურებმა დაიქირავეს, თუმცა იგი განაგრძობდა მეამბოხეებზე მუშაობას.
XS
SM
MD
LG