Accessibility links

logo-print

თბილისში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა


ორთაჭალაში, საჯარო რეესტრის კუთვნილი შენობის ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი მუშის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ნანგრევებში მოყოლილი ოთხი მუშიდან ერთ-ერთის გვამს მაშველებმა 9 იანვარს გვიან საღამოს მიაგნეს. საძიებო ოპერაცია გრძელდება და შემთხვევის ადგილზე მაშველები იმ დრომდე იმუშავებენ, ვიდრე მეოთხე დაკარგულ მუშასაც არ იპოვნიან. ორთაჭალაში, გულიას 13-ში მდებარე საჯარო რეესტრის კუთვნილი შენობა, რომელშიც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, გუშინ ჩამოინგრა. ნანგრევებში ოთხი მუშა მოყვა. ორი მათგანის გვამი მაშველებმა გუშინვე აღმოაჩინეს. შენობის ჩამონგრევის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩამონგრეულ შენობაში გაწმენდით სამუშაოებს კომპანია "ალიზი" აწარმოებდა.
XS
SM
MD
LG