Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი მიუნხენიდან ბათუმში ჩავა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუნხენში, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება, 10 იანვარს საქართველოში დაბრუნდება. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალანა გაგლოევამ რადიო თავისუფლებას აცნობა, კონფერენციის ფარგლებში განიხილეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები. 10 იანვარს მიხეილ სააკაშვილი ბათუმში შეხევდება აშშ-ის რესპუბლიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს, ხოლო შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკულ სამიტში.
XS
SM
MD
LG