Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს


ხორვატიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი ტური ტარდება. ამომრჩეველს მოუწევთ ქვეყნის მომავალი ლიდერი ორ კანდიდატს შორის აირჩიო. 27 დეკემბერს ხორვატიაში გამართული არჩევნების პირველ ტურში დაწინაურდნენ ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ივო იოსიპოვიჩი, რომლის ძირითადი მეტოქე ზაგრების მერი მილან ბანდიჩია. ამომრჩეველთა წინასწარი გამოკითხვა, გამარჯვებას ივო იოსიპოვიჩს უწინასწარმეტყველებს, რომელიც პირობას დებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში უმკაცრესად შეებრძოლება ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას.
XS
SM
MD
LG