Accessibility links

logo-print

ტოგოს პრემიერ-მინისტრი საფეხბურთო ნაკრების დაბრუნებას ითხოვს


ტოგოს პრემიერ-მინისტრმა ჟილბერ უნგბომ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მოსთხოვა, არ მიიღონ მონაწილეობა აფრიკის თასის გათამაშებაში და სამშობლოში დაბრუნდნენ. ეს განცხადება პარასკევს ტოგოს ფეხბურთელებზე მომხდარ თავდასხმას მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა უნგბომ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია და ანგოლის ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ მათ არ უზრუნველჰყვეს ტურნირში მონაწილე ფეხბურთელების უსაფრთხოება. ავტობუსს, რომელშიც ტოგოს საფეხბურთო ნაკრების წევრები იმყოფებოდნენ, სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ანგოლის პროვინცია კაბინდაში. დაიღუპა სამი ადამიანი და რვა დაიჭრა. თავად ტოგოელი ფეხბურთელები აცხადებენ, რომ მზად არიან, ჩაებან ასპარეზობაში. ტოგოს ნაკრების პირველი მატჩი ორშაბათს იგეგმება.
XS
SM
MD
LG