Accessibility links

logo-print

ამერიკის ავიაციამ პაკისტანში ახალი იერიში განახორციელა


ამერიკის არმიის მიერ პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში შაბათ საღამოს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. პაკისტანის მედია იუწყება, რომ კიდევ შვიდი კაცი დაიჭრა. უპილოტო თვითმფინავიდან სარაკეტო დარტყმა ჩრდილოეთ ვაზირისტანის ისმაილხენის რაიონში განხორციელდა. ინგლისურენოვან გაზეთ “დეილი ნიუსის” ინფორმაციით, მოკლულთა შორის სავარაუდოდ ადგილობრივი თემის ერთ-ერთ რადიკალურ ლიდერთან დაახლოებული პირებიც არიან. ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავებმა აღნიშნულ რაიონში უკვე მეორე ავიადარტყმა განახორციელეს.
XS
SM
MD
LG