Accessibility links

logo-print

თეირანში 30 “მგლოვიარე დედა” დააკავეს


პოლიციამ თეირანში დღეს დააკავა 30 ქალი იმ ჯგუფიდან, რომელსაც “მგლოვიარე დედები” ეწოდებათ, - ამის თაობაზე ირანის ოპოზიციური საიტი კალემე.გე იუწყება თვითმხილველებზე დაყრდნობით. საიტის თანახმად, ქალები ირანის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ პარკში შეიკრიბნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი დააკავა და განყოფილებაში წაიყვანა. ეს ცნობა ჯერჯერობით სხვა წყაროებით არ დასტურდება. “მგლოვიარე დედები” – იმ ქალების გაერთიანებაა, რომელთა შვილები დაიღუპნენ ან უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ ხელისუფლების მიერ განხორციელებული იმ რეპრესიებისა და დევნის შედეგად, რაც ქვეყანაში მაჰმუდ ახმადინეჯადის მეორე ვადით არჩევას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG