Accessibility links

logo-print

ამერიკელი სენატორები საქართველოში იმყოფებიან


შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სენატორი ჯონ მაკკეინი და მასთან ერთად კიდევ სენატის ორი რესპუბლიკელი წევრი 10 იანვარს ბათუმში გვიან ღამით ჩავიდნენ. ბათუმის საერთაშიროსო აეროპორტში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული და ვიდეოკამერებს ამერიკელი სენატორების ჩასვლის გადაღების უფლება არ მისცეს, - იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბათუმიდან. ამერიკელი სენატორების ვიზიტის "ძირითადი მიზანია აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის 8 იანვრის ცნობაში. გავრცელებული ინფორმაციით, 11 იანვარს დილით სენატორი ჯონ მაკკეინი თავდაპირველად საქართველოს ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს – დავით უსუფაშვილს, ლევან გაჩეჩილაძესა და გიორგი თარგამაძეს შეხვდება. შემდგომ, სენატორი მაკკეინი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ამერიკელ სტუმარს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოებს. დაგეგმილია განცხადება პრესისთვის და ვიზიტი ზუგდიდში. ამერიკელი სენატორები საქართველოს ხვალ შუადღით დატოვებენ.
XS
SM
MD
LG