Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭო განახლებული შემადგენლობით პირველ სხდომას დღეს გამართავს


როგორც ‘’ინტერპრესნიუსს’’ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევამ გახელაძემ განუცხადა, სხდომა 13:00 საათზეა დაგეგმილი და ის ძირითადად, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მოიცავს. ”შესაძლოა დღეს დავიწყოთ ბიუჯეტის განხილვაც, თუკი მას წარმოგვიდგენს მენეჯმენტი’’, - აღნიშნა გახელაძემ. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ 2009 წლის 18 დეკემბერს სამეურვეო საბჭოს 7 ახალი წევრი დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უფრო ადრე საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 15-მდე გაზრდის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა მოიწონა.
XS
SM
MD
LG