Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორელთა ქართული დოკუმენტების რუსული ასლების დამოწმებას ცხინვალელი ნოტარიუსი ახალგორში დღეიდან დაიწყებს


ახალგორის მოსახლეობის ინფორმაციით, ცხინვალიდან ახალგორში ნოტარიუსი საგანგებოდ დოკუმენტების რუსული ასლების დასამოწმებლად ჩავა. მათივე ინფორმაციით, ცხინვალელი ნოტარიუსის მომსახურება 4-5 ლარის ეკვივალენტი რუბლი ეღირება.
რუსი მესაზღვრეების მოთხოვნით, 20 იანვრიდან ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასვლისას რაიონის მოსახლეობამ ქართული პირადობისა და დაბადების მოწმობების ნოტარიულად დამოწმებული რუსული ასლები უნდა წარადგინოს. ამის მიზეზად რუსი სამხედროები და ცხინვალის რეჟიმი რუსი მესაზღვრეების მიერ ქართული ენის არცოდნას ასახელებენ.
XS
SM
MD
LG