Accessibility links

logo-print

ჯონ მაკკეინი და ორი ამერიკელი სენატორი ზუგდიდში ჩავიდნენ


ჯონ მაკკეინი და ორი ამერიკელი სენატორი ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანს იორგ ჰაბერსა და მისიის ოფისთან შეკრებილ დევნილებს შეხვდნენ. ზუგდიდში წასვლამდე ჯონ მაკკეინმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა. ბათუმშივე მიხეილ სააკაშვილმა ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. ამერიკელი სენატორები შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, გიორგი თარგამაძეს, “ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელს დავით უსუფაშვილსა და “დაიცავი საქართველოს” ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს. მაკკეინმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან. ზუგდიდიდან ჯონ მაკკეინი და მისი თანმხლები პირები კვლავ ბათუმში დაბრუნდებიან და საქართველოს დატოვებენ.
XS
SM
MD
LG