Accessibility links

logo-print

კარზაიმ პატივი მიაგო ავღანეთში დაღუპული ბრიტანელი ჟურნალისტის ხსოვნას


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს პატივი მიაგო ავღანეთში მოკლული ბრიტანელი ჟურნალისტის, რუპერტ ჰამერის ხსოვნას. ჰამერი, რომელიც გაზეთ „სანდეი მირორის“ რეპორტიორი იყო, შაბათს დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. ის ამერიკელი საზღვაო ქვეითების პატრულს ახლდა. პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰამიდ კარზაიმ შეაქო რეპორტიორის გამბედაობა, რომელიც მან გამოამჟღავნა ჰელმანდში რეალური ვითარების ასახვის მცდელობისას. იმავდროულად, კარზაი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ახლობლებსა და კოლეგებს.
XS
SM
MD
LG