Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ მოწოდებით გამოდის


ჩრდილოეთი კორეა გამოდის მოწოდებით, სამშვიდობო მოლაპარაკება გაიმართოს აშშ-თან და ბოლო მოეღოს სანქციებს, რაც მისი განცხადებით, არის პირობა ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე საერთაშორისო მოლაპარაკების განსაახლებლად. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ამ ქვეყნის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ფხენიანს და ვაშინგტონს შორის ნდობის ხელშესაწყობად, „არსებითი მნიშვნელობა აქვს გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება“ რომელიც ჩაენაცვლებოდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელმაც ბოლო მოუღო კორეის 1950-53 წლების ომს. ფხენიანი ამ ერთი წლის წინ გამოეთიშა ექვსმხრივ მოლაპარაკებას მის ბირთვულ პროგრამაზე. ამ მოლაპარაკებაში მასთან ერთად სამხრეთი კორეა, ჩინეთი, რუსეთი, იაპონია და შეერთებული შტატები მონაწილეობენ. შეერთებული შტატების განცხადებით, ის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყებას შეძლებს, როგორც კი ჩრდილოეთი კორეა ბოლოს მოუღებს ბირთვულ პროგრამას.
XS
SM
MD
LG