Accessibility links

იემენის პრეზიდენტი მზად არის მოლაპარაკებისთვის ალ-ყაიდასთან


იემენის პრეზიდენტი მზად არის მოლაპარაკებისთვის ალ-ყაიდას იმ წევრებთან, რომლებიც განიარაღებას დათანხმდებიან. აბუ დაბის ტელევიზიის ეთერით ალი აბდულა სალეჰმა განაცხადა, რომ დიალოგი საუკეთესო გზაა ალ-ყაიდასთანაც კი, თუ ის იარაღის ჩაბარებას დათანხმდება. იემენის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლას განაგრძობს, თუმცა, მზად არის შეთანხმებას მიაღწიოს ყველასთან, ვინც ძალადობაზე უარს იტყვის.
XS
SM
MD
LG