Accessibility links

logo-print

ობამა იემენსა და სომალიში ამერიკელი სამხედროების გაგზავნას არ აპირებს


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იემენსა და სომალიში მოქმედი მეამბოხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ამ ქვეყნებში ამერიკელი სამხედროების გაგზავნას არ აპირებს. ჟურნალ “People”-თან ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდას აქტიურობის ცენტრად პაკისტანისა და ავღანეთის მოსაზღვრე რაიონები რჩება. რაც შეეხება იემენსა და სომალის, ობამა მიიჩნევს, რომ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების ყველაზე ეფექტური საშუალება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა იქნება.
XS
SM
MD
LG