Accessibility links

logo-print

ჩოჩიევი: ახალგორის მოსახლეობისთვის ქართული დოკუმენტებით გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილება არ არსებობს


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ახალგორის მოსახლეობისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით გადაადგილების შეზღუდვა მტკივნეული საკითხია, თუმცა რაიმე საფრთხეს არ შეიცავს და ვითარებას კიდევ უფრო მეტად არ დაძაბავს. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ ამ ფაქტის გამო თბილისი მკაცრ რეაგირებას საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოითხოვს. თავის მხრივ, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა სააგენტო რესს განუცხადა, რომ ახალგორის მოსახლეობისთვის ქართული დოკუმენტებით გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილება არ არსებობს.
XS
SM
MD
LG