Accessibility links

ავღანეთში ამერიკელი და ფრანგი ჯარისკაცები დაიღუპნენ


ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი მრავალეროვანი სამხედრო ძალების განცხადებით, სამხრეთში მეამბოხეებთან ბრძოლის დროს სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ნატოს სხვა დეტალები არ დაუზუსტებია. უფრო ადრე გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, კვირას აფეთქებებმა ასევე სამხრეთ ავღანეთში შეიწირა ერთი ამერიკელი ჯარისკაცის და საგზაო-სამშენებლო სამუშაოებში მონაწილე ორი ავღანელის სიცოცხლე. ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის დღევანდელი განცხადებით, ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა ქაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოწყობილი იერიშის შედეგად.
XS
SM
MD
LG