Accessibility links

logo-print

აშშ გენერლის განცხადებით, ავღანეთში "მოვლენების ჩარხი" თალიბანის წინააღმდეგ ტრიალდება


ავღანეთში უმაღლესი რანგის ამერიკელი სამხედრო სარდლის, გენერალ სტენლი მაკკრისტალის განცხადებით, „მოვლენების ჩარხი“ თალიბანის წინააღმდეგ ტრიალდება ამერიკელი სამხედროების რიცხვის მკვეთრად ზრდის შედეგად. როგორც გენერალმა მაკ-კრისტალმა ამერიკულ ტელეარხ ABC-თან ინტერვიუში განაცხადა, ჯარისკაცების რიცხვის მკვეთრად გაზრდა ცვლის ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მოქმედებას და ხელს უშლის თალიბანის წინსვლას. მაგრამ, მაკკრისტალის თქმით, პროგრესის მიუხედავად, მისია ჯერ არ შესრულებულა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დამატებით 30 000 აგზავნის ავღანეთში, რის შედეგადაც ამერიკელი სამხედროების რიცხვი ამ ქვეყანაში 98 000 მიაღწევს.
XS
SM
MD
LG