Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ანა ფრანკის მფარველი


მიეპ გიესი, ბოლო დარჩენილი წევრი ჯგუფისა, რომელიც ანა ფრანკს და კიდევ 7 ებრაელს 2 წლის განმავლობაში მფარველობდა და საჭმელს აწვდიდა, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. 14 წლის ანა ფრანკის დღიური ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დოკუმენტია. დღიური გიესმა აღმოაჩინა და ომის დასრულებამდე შეინახა და შემდეგ ოტო ფრანკს, ანას მამას გადასცა, რომელმაც ის წიგნად 1947 წელს გამოაქვეყნა.

XS
SM
MD
LG