Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა ერთი სქესის წარმომადგენლების ქორწინების აკრძალვის კანონიერებას განიხილავს


კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ფრანცისკოში დაიწყო აშშ-ის ფედერალური სასამართლოს პროცესი, რომელიც განიხილავს, უნდა ჰქონდეთ თუ არა ამერიკის შტატებს უფლება აკრძალონ ერთი სქესის წარმომადგენლების ქორწინება. მოსალოდნელია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ფედერალური სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უმაღლეს სასამართლოში გასაჩივრდება. უმაღლესი სასამართლო კი აპელაციის უფლების გარეშე გადაწყვეტს ამერიკაში ერთი სქესის წარმომადგენლების ქორწინების ბედს.

XS
SM
MD
LG