Accessibility links

logo-print

დილის სტუმარი: გელა ნიკოლაიშვილი


გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი

გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი

12 იანვარს რადიო თავისუფლების სტუდიას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი სტუმრობდა. მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი კობა კობალაძე, რომელსაც ბრალი ედებოდა სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხება, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულების მიმართ 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოიტანეს. კობა კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, პრაქტიკულად არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რაიმე ხელჩასაჭიდი რეალური საფუძველი, რის შედეგადაც კობა კობალაძე შეიძლებოდა დამნაშავედ ეცნოთ. ”ადვოკატი ყოველთვის გრძნობს - სად იტყუება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება და სად მართლას ამბობს. მე თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი მის სიმართლეში და მჯეროდა, რომ გამოძიება ვერაფერს მონახავდა ისეთს, რაც კობა კობალაძეს გაამტყუნებდა. მის წინააღმდეგ მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი ბრალდებები ისმოდა. ეს პროცესი ძალიან რეზონანსული იყო და როგორც ჩანს, ხელისუფლება მოერიდა კიდევ ახალი შეთითხნილი ბრალდებების წაყენებას მის წინააღმდეგ”, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, თითოეული მათგანი ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მისი თქმით, საცოდაობაა, რომ ეს ბიჭები დღეს ციხეში რჩებიან და არ ემსახურებიან სამშობლოს.
XS
SM
MD
LG