Accessibility links

logo-print

ერდოანი საპასუხო ვიზიტით ჩადის მოსკოვში


რეჯეპ ტაიპ ერდოანი

რეჯეპ ტაიპ ერდოანი

დღეს, თერქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ერდოანი ორდღიანი ვიზიტით ესტუმრება მოსკოვს. გავრცელებული ცნობით, ორი ქვეყნის მთავრობების მეთაურებმა უნდა განიხილონ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხები. ერდოანი მოსკოვს საპასუხო ვიზიტით ეწვია. შარშან, აგვისტოში თურქეთს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი სტუმრობდა. ვიზიტის მსვლელობისას თურქეთმა თანხმობა განაცხადა გაზსადენ „სამხრეთის ნაკადის“ საკუთარ ტერიტორიულ წყლებში გატარებაზე. პროექტის მიხედვით, გაზსადენი შავი ზღვის ფსკერზე აშენდება და ბულგარეთის გავლით ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დაუკავშირდება.
XS
SM
MD
LG