Accessibility links

თურქეთის პრემიერ-მინისტრი მედვედევსა და პუტინს შეხვდება


თურქეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ორდღიან ვიზიტს იწყებს. რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრების მთავარი თემები ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარება და ამიერკავკასიის უსაფრთხოება იქნება. თურქული პრესის ცნობით, მოსკოვში ერდოანის ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება ”სამხრეთ ნაკადის,” ”ცისფერი ნაკადის” და სამსუნ-ჯეიჰანის ნავთობის და გაზსადენების პროექტებს დაეთმობა. ამავე წყაროს ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს ”ნაბუკოს” პროექტში მონაწილეობას შესთავაზებს. თურქული საინფორმაციო საშუალებები ქვეყნის მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ასევე იუწყებიან, რომ მედვედევსა და პუტინთან ერდოანის შეხვედრებისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის და თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის მოგვარების პერსპექტივები განიხილება.
XS
SM
MD
LG