Accessibility links

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში საშტაბო-სამეთაურო სწავლება მიმდინარეობს. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, წვრთნის მიზანი მოწინააღმდეგის მოულოდნელი თავდასხმისთვის სამხედრო ნაწილების მზადყოფნის შემოწმებაა. აფხაზური არმიის სწავლება, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანტიპოვი ხელმძღვანელობს, 17 იანვარს დასრულდება.
XS
SM
MD
LG