Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

როგორ იზამთრებენ საქართველოში?


ახლა უკვე შუა ზამთარია, ცივა. თუმცა საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში კიდევ უფრო მეტად აცივებას ელოდებიან. ბევრგან წელს უკვე ელოდნენ, რომ ბუნებრივი აირით გათბებოდნენ, თუმცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის იმედი კვლავ შეშის ღუმელია. აღმოჩნდა, რომ ზოგს შეშის შეძენაც არ შეუძლია - ან მხოლოდ ერთ ოთახს ათბობს მთელ სახლში ან სულაც მეზობელთან გადის გასათბობად. როგორ შეხვდნენ საქართველოს რეგიონებში წლევანდელ ზამთარს, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორ იზამთრებენ, როგორ უმკლავდებიან სიცივეს. ამ პრობლემებზე საუბრობენ დღეს იმერეთსა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ადამიანები.
XS
SM
MD
LG