Accessibility links

ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს პორტში სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს


ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პორტი, რომელიც ქალაქ მორჰედში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მდებარეობს, სამართალდამცავების მიერ მას შემდეგ დაიკეტა, რაც მათ კონტეინერებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. სამართალდამცავებმა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ევაკუირება გამოაცხადეს. რაიონში აიკრძალა ფეხით მოსიარულეებისა და ავტომობილების გადაადგილება. როგორც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა სააგენტო როიტერს განუცხადა, მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხოების გამო განხორციელდა.
XS
SM
MD
LG