Accessibility links

logo-print

ჰაიტიში მიწისძვრას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა


ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ოფიციალური განცხადებით, ჰაიტის სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 7,3 ბალს შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქიდან, პორტ-ო-პრენსადან 15 კილომეტრში დაფიქსირდა. უკანასკნელი ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაშავებულია ათეულობით ადამიანი. გარდა ამისა, მიწასთან არის გასწორებული შენობების დიდი ნაწილი. როგორც ადგილობრივი ტელეარხის საიტი იტყობინება, მნიშვნელოვნად დაზიანდა პრეზიდენტის სასახლე, გაწყვეტილია სატელეფონო კავშირი. ამერიკაში ჰაიტის ელჩი რეიმონდ ჯოზეფი, მიწისძვრას ფართომასშტაბიან კატასტროფას უწოდებს და მსოფლიო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG