Accessibility links

logo-print

მოძრაობა ”7 ნოემბრის” წევრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს


მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრი ლევან ლოლიაშვილი ბრალის აღიარების სანაცვლოდ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. პროკურატურას საპროცესო გარიგების გაფორმების თხოვნით ლოლიაშვილის ადვოკატმა ელგუჯა ჩხაიძემ მიმართა. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა საპროცესო გარიგებაზე დათანხმდება, ლოლიაშვილი პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევას აღიარებს, რაც ბრალად აქვს წაყენებული. მისივე განმარტებით, ამავე საქმეში განსასჯელ შალვა გოგინაშვილთან დაკავშირებით საპროცესო გარიგებაზე საუბარი არ არის. მას ბრალად პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გარდა პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. საქმე ეხება 2009 წლის აპრილის მიტინგების დროს ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.
XS
SM
MD
LG