Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი იწყება


თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელ გივი აფციაურის მკვლელობაში ბრალდებულ რატი რეხვიაშვილის პროცესი დღეს დაიწყება. პირველ სასამართლო სხდომაზე, რომელიც მოსამზადებელი იქნება, მხარეებს შუამდგომლობების დაყენება შეეძლებათ. რეხვიაშვილს ბრალი ედება პოლიციელის მკვლელობაში და მკვლელობის მცდელობაში, ასევე ყაჩაღობაში. საქმე ეხება 2009 წლის 16 სექტემბერს უზნაძის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობას, როდესაც რეხვიაშვილმა ძველი თბილისის რაიონის ორი პოლიციელი დაჭრა, ერთი კი მოკლა.
XS
SM
MD
LG