Accessibility links

logo-print

Google-ი უარს აცხადებს ცენზურაზე და ჩინეთის ბაზრის სრული დატოვებით იმუქრება


ინტერნეტ-კომპანია Google-ი უარს აცხადებს ცენზურაზე საკუთარ საძიებელ სისტემაში და ჩინეთის ბაზრის სრული დატოვებით იმუქრება. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, Google-ის რესურსებს მიზანმიმართულად შეუტიეს ჰაკერებმა, რომლებსაც სურდათ ჩინელ უფლებადამცველთა საფოსტო ყუთებში შეღწევა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია პირდაპირ ბრალდებას არ უყენებს ჩინეთის მთავრობას. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლებას სათანადო განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG