Accessibility links

logo-print

თურქეთი თანახმაა რუსეთთან ერთად ააშენოს გაზსადენი „სამხრეთის ნაკადი“


„რუსეთი და თურქეთი აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკის სფეროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯებ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ. თურქეთი თანახმაა, რუსეთთან ერთად მონაწილეობა მიიღოს გაზსადენ „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობაში. პროექტის მიხედვით, გაზსადენი შავი ზღვის ფსკერზე აშენდება და, ბულგარეთის გავლით, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს დაუკავშირდება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ერდოანი და მისი რუსი კოლეგა ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG