Accessibility links

ჰაიტის სანაპიროსთან მომხდარმა მიწისძვრამ რამდენიმე ათასი ადამიანი იმსხვერპლა


ჰაიტის სანაპიროსთან მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა მეტნაკლებად კონკრეტული რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრამ რამდენიმე ათასი ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან გაეროს მისიის თანამშრომლებიც, მისიის ხელმძღვანელი უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული. პირველი მიწისქვეშა ბიძგის სიმძლავრემ შვიდ ბალს გადააჭარბა, რასაც მოგვიანებით ხუთ ბალზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოჰყვა. ჰაიტის დედაქალაქში დანგრეული და დაზიანებულია ასობით შენობა, მათ შორის პრეზიდენტის სასახლე. აშშ-ში ჰაიტის ელჩმა რეიმონდ ჯოზეფმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ფართომასშტაბიანი კატასტროფა მოხდა და მსოფლიო თანამეგობრობას დახმარებისთვის მიმართა. დახმარებისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს აშშ-მა და ევროკავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა.
XS
SM
MD
LG