Accessibility links

logo-print

მანჯგალაძე: ცსკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატები პროფესიონალიზმისა და პოლიტიკური აქტიურობისგან დისტანცირების ნიშნით შეირჩა


პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დღეს განაცხადა, რომ ცსკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატები პროფესიონალიზმისა და პოლიტიკური აქტიურობისგან დისტანცირების ნიშნით შეირჩა. რაც შეეხება კონკრეტულად ლევან თარხნიშვილს, მანანა მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თარხნიშვილის დასახელებისას მთავარი არგუმენტი პროფესიონალიზმი და მის მიერ ძლიერი გუნდის შეკრება და სისტემის ჩამოყალიბება იყო. მანჯგალაძემ დღეს ისიც განაცხადა, რომ ცსკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატებზე მსჯელობისთვის ოპოზიციის წარმომადგენლებს ვადა გაუხანგძლივდათ. მსგავს განცხადებებს ოპოზიცია სიცრუედ აფასებს, რადგან პარლამენტის მიერ დეკემბრის ბოლოს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებით, ეს ვადა 8-11 იანვარი იყო, სამშაბათს შეცვლილი წესით კი - 12-14 იანვარია.
XS
SM
MD
LG